|
2015-09-03 10:11:42, 611 ნახვა
საზოგადოება
საინიციატივო ჯგუფი თამაზ მეჭიაურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაურისგან, გუშინ, სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს. მათ პეტიცია შეიმუშავეს, რისთვისაც 1000 ხმაა საჭირო. „2015 წლის 02 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა, საქართველოს პრეზიდენტი მოიხსენია როგორც "ენჯეოშნიკი სოროსელი", რომელიც "ნერვებს უშლის" (იგულისხმებოდა ვეტოს უფლების გამოყენება) მასაც და მოსახლეობასაც. მივიჩნევთ, რომ პარლამენტის წევრის მიერ პრეზიდენტის მსგავსი შეფასება წარმოადგენს პრეზიდენტის, როგორ ინსტიტუტის შეურაცხყოფას, ატარებს უკიდურესად ნეგატიურ ხასიათს და არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის დამოკიდებულების პრინციპებს. თავის გამოსვლით თამაზ მეჭიაურმა ასევე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კონტექსტი მიანიჭა არასამთავრობო სექტორის წევრობას და კონკრეტულ არასამათავრობო ორგანიზაციას, რაც ასევე მიუღებელი და აღმაშფოთებელია. მოვითხოვთ, რომ თამაზ მეჭიაურმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე პარლამენტის წევრისათვის შეუფერებელი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისათვის შეურაცხმყოფელი პოზიციის გამო“, – ნათქვამია პეტიციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)