2020-07-10 16:26:42, 3200 ნახვა
საზოგადოება
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც იგი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ესპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან