08:58 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 12:31:39, 3338 ნახვა

კომენტარი
კილაძე ელექტრონული კომუნიკაციების კანონპროექტზე - კანონპროექტს არ მივიღებთ აუცილებლად იმ ფორმით, რა ფორმითაც შემოსულია

თუ ელექტრონული კომუნიკაციების კანონპროექტში შესატანი ცვლილებები რაიმე კითხვებს აჩენს, რამაც შესაძლოა მედიის თავისუფლება შეზღუდოს, უნდა მივიღოთ ისეთი ტიპის კანონი, რომელიც კითხვის ნიშანს არ დატოვებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი არ აპირებს კანონპროექტი იმ ფორმით მიიღოს, რა ფორმითაც შესულია.

„მედია თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, არჩევნების წინა პერიოდში ნამდვილად დაკვირვების ქვეშ არის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც. ამიტომ, ის შემოთავაზებული ცვლილებები თუ რაიმე კითხვის ნიშანს აჩენს, რომ მედიის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს არათანაზომიერად, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი ტიპის კანონი, რომელიც ამ კითხვის ნიშანს არ ტოვებს. მე არ ვიტყოდი, რომ იმ ფორმით რა ფორმითაც არის ეს კანონპროექტი შემოსული, აუცილებლად ამ ფორმით მივიღებთ და დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics