08:59 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 10:49:15, 3168 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია კონგრესის კანონპროექტზე: არ გადამრიოთ... რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერია

„გახარია კონგრესის კანონპროექტზე: არ გადამრიოთ... რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერია“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ.

მისი თქმით, ზოგიერთი ჩვენი ვაი პოლიტიკოსს აქვს მცდელობა, რომ უცხორელი პარტნიორები ჩართოს შიდაპოლიტიკურ პროცესში.

„არ გადამრიოთ! ე.ი ხანდახან კორექტულად საუბრობთ ხოლმე. „შესაძლო“ - ეს ერთი სიტყვაა მანდ. ესაა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადი. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც ჩამოთვლილია საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან. როგორც ჩანს ის შიდა პოლიტიკური მაღალი ტემპერატურა წინასაარჩევნო, როგორც ჩანს გარეთაც გადის. ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციების მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე. მაგრამ მისი მიღების შემდეგ პარტნიორების შეფასებები იყო დადებითი.

თითოეული პარტნიორის მხრიდან ნათქვამი საკითხი ჩვენთვის ყურადსაღებია. პროცესია ეს, რომელიც ზოგიერთი ჩვენი ვაი პოლიტიკოსის გამო ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვენენ ჩათრეულნი ამ შიდაპოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics