|
2020-07-09 12:57:37, 5111 ნახვა
ეკონომიკა
მეწარმე დევნილებისა და ეკომიგრანტების მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. მეწარმე დევნილები და ეკომიგრანტები მათი საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად 4000-7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 20 მეწარმე მიიღებს, რომლებიც საკუთარ საწარმოებში მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ. პროგრამაში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას მარნეულის, თეთრიწყაროს, ვანის, ზესტაფონის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ეწევიან. „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამა“ სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „Action Against Hunger“ მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ბიზნეს გეგმების მიღება 6 ივლისიდან დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ბიზნეს გეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება:
ბიზნეს გეგმისა და თანდართული დოკუმენტაციის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე - infoidp@moh.gov.ge . პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/ca96b
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)