|
2020-07-09 10:54:28, 3697 ნახვა
ეკონომიკა
ნადარეიშვილი: მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ კონკრეტული ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება, ტურისტებისთვის და ტურისტული სექტორისთვის
„ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ პროგრამებს ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში, მეორე მხრივ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულების მხარდაჭერაც“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ტურიზმის სფეროში მომუშავე სტარტაპების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, სწორედ მათი სინერგიაა ის პრიორიტეტი, რომელსაც დღეს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან. შეხვედრა თბილისის ტექნოპარკში გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობდნენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ კასრაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. შეხვედრაზე განიხილეს სტარტაპ ეკოსისტემის და ტურიზმის მიმართულების ერთობლივი პროექტები, გამოიკვეთა არაერთი საინტერესო მიმართულება და მოხდა შეთანხმება თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯების შესახებ. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შევუწყოთ ხელი კონკრეტული ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხელმისაწვდომი და გამოყენებადი იქნება, როგორც უშუალოდ ტურისტებისთვის, ასევე ტურისტული სექტორისთვის. აღინიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აგრეთვე მასში შემავალი სსიპ-ების ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და ტურიზმის სფეროში მომუშავე ტექნოლოგიური სტარტაპების მონაწილეობით, რათა აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად შეიქმნას ინოვაციური ტურისტული პროდუქტები, ან მოხდეს არსებულის ადაპტირება პანდემიის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)