|
2020-07-08 10:26:22, 4220 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი - მჯერა მეწარმეებისა და ტურისტულ სექტორში დასაქმებულთა უმეტესობა თავადვე მივა ლოგიკურ დასკვნამდე, როდის და ვის უნდა გავუხსნათ საზღვრები
„არ გვინდა პოპულიზმი ამ თემაზე. მჯერა, რომ მეწარმეებისა და ტურისტულ სექტორში დასაქმებულთა უმეტესობა, ვინც რეალურ რიცხვებს შეხედავს, თავადვე მივა ლოგიკურ დასკვნამდე, როდის და ვის უნდა გავუხსნათ საზღვრები", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყანამ მართოს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და უახლოეს მომავალში მიაღწიოს ტურიზმის მდგრად ზრდას. „ხშირად ამბობენ, რომ ტურიზმს ქვეყნის ეკონომიკაში 20%-იანი წილი ჰქონდა, ეს ასე არაა. ტურიზმის წმინდა კონტრიბუცია 10-12%-ის ფარგლებშია. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, ამიტომაც დიდია დარტყმა. იცით, რომ აღნიშნულ სექტორის შეუმსუბუქდა საგადასახადო ტვირთი ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში, თუმცა ეს დახმარებაც ძალიან მცირედია. ტურიზმის ჩანაცვლება იოლად ვერ მოხდება. წელს ჩვენ გვექნება საკმაოდ დიდი ხარჯები, რათა ნაწილობრივ მაინც მოვახდინოთ ამ 12%-ის კომპენსირება. ამისთვის დროზე ადრე არ უნდა შევწიროთ საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და დღესვე არ უნდა გამოვეკიდოთ ტურიზმს, რომელიც ამ ნეგატიურ მოვლენას, რასაც გავრცელება ჰქვია, ვერ დააკომპენსირებს, სამაგიეროდ 2-3 თვეში მივაღწიოთ ტურიზმის მდგრად ზრდას, როდესაც ჩვენი ტრადიციული ტურისტული ბაზრები დაამარცხებენ ეპიდემიას და მიაღწევენ მეტ-ნაკლებად უსაფრთხო მაჩვენებელს და საზღვრები მათთან გაიხსნება. ამიტომ, რისკი უნდა დაბალანსდეს პოტენციურ სარგებელთან, თორემ ხელში მხოლოდ რისკი შეგვრჩება. ჩვენ ტურისტი გვინდა თუ კორონავირუსი? თუ გვინდა, რომ მხოლოდ კორონავირუსი შეგვრჩეს, ამით ადგილობრივ ტურიზმსაც დავაფრთხობთ, რომელიც დღეს ვხედავთ, რომ აქტიურია. ჩვენ ხომ არ ვამბობთ გაქრება კოვიდი და მერე გავხსნით როცა აბსოლუტურად ურისკო გარემოში ვიცსოვრებთ... ჩვენ ვამბობთ, რომ საზღვრების გახსნა უნდა იყოს დაბალანსებული, აზრიანი და რაციონალური და არა მათი განცხადებები, ვინც დეტალები არ იცის და ამბობს - აი ტურიზმი ჩაკეტილია და რომ გაიხსნება, თუ გინდ 8 – 10 ქვეყანა, გვეშველება. უნდა გაიხსნეს ის ქვეყნები და იმ დროს, როდესაც სიკეთე და პოტენციური სარგებელი გადააჭარბებს და გადაწონის რისკს, და არა პირიქით, მხოლოდ რისკი შეგვრჩეს ხელში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)