|
2020-07-07 19:53:04, 4261 ნახვა
ეკონომიკა
რომან კაკულია - ჩვენ რომ საზღვრები გაგვეხსნა, ოპოზიცია იტყოდა, რომ რა დროს ეკონომიკა იყოო,თუმცა ახლა ეს პირიქითაა
„ჩვენ რომ საზღვრები გაგვეხსნა, ოპოზიცია იტყოდა, რომ რა დროს ეკონომიკა იყოო,თუმცა ახლა ეს პირიქითაა“ , - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საზღვრების გახსნა შიდა ტურისტულ მოცემულობას დააზიანებდა, რომელიც ამ დროისთვის კარგ მდგომარეობაშია. “პანდემიის დაწყების შემდეგ, ბევრი ეკონომისტი მსოფლიოში ამბობდა, რომ ეკონომიკური რეცესია ეს არის არა მხოლოდ შედეგი, არამედ ამ პანდემიის მკურნალობის საშუალება. ეს მძიმე დასკვნა იყო, მაგრამ ეს არის ის დიაგნოზი, რომელიც დაისვა და ეს იყო სწორი. სამწუხაროდ, სხვანაირად ამის მკურნალობა რომ არ შეიძლებოდა ეს დადგინდა. მე ვეთანხმები, ბატონ ვანო მაჭავარიანს - ჩვენ რომ გაგვეხსნა საზღვარი და ვირუსის გავრცელების 10 შემთხვევა დაფიქსირებულიყო, ოპოზიცია იტყოდა, რომ რა დროს ეკონომიკა იყო, როდესაც ადამიანების ჯანმრთელობაზეა საუბარიო და ახლა ეს თემა არის პირიქით. არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელსაც არ ექნება უარყოფით მხარე. უბრალოდ, სასწორზეა საუბარია, შენ როგორ მიგაჩნია, რომელ მხარეს უფრო მეტი ტვირთია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი ტვირთი არის იმ მხარეს, თუ ჩვენ ეკონომიკას გავხსნიდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვხედავთ შედეგებს, როდესაც ადამიანი უმუშევარი დარჩა, ვიღაცას შეიძლება წასვლა უნდოდა სხვა ქვეყანაში და სხვა. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ტვირთი ეკონომიკაზე გაცილებით მაღალი ხარისხის იქნებოდა თუ შემოვიდოდა დესტაბილიზაცია, რომელიც შემოაქვს უკვე ვირუსის გავრცელების ფაქტორს და იმ გარკვეულ პანიკას, რომელიც ამას თან ახლავს ხოლმე. ახლა ჩვენ შიდა ტურიზმისთვის მეტ-ნაკლებად კარგი მოცემულობა გვაქვს, სწორედ იმიტომ, რომ დაკეტილია ქვეყანა. ქვეყნის გახსნის შემთხვევაში, ეს მოცემულობა დაზიანდებოდა", - განაცხადა რომან კაკულიამ.
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)