|
2020-07-07 12:57:18, 2338 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებში მიწის თანამესაკუთრეთათვის მონაწილეობა მარტივდება
სასოფლო-სამეურნეო მიწის თანამესაკუთრეთათვის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გამარტივდა. აგრობარათისა და დიზელის ფასდაკლების ბარათის მისაღებად, ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ სხვა თანამესაკუთრეების წერილობითი თანხმობა უნდა წარმოადგინოს. თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე. ბარათების მიღება შესაძლებელია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის, ან ყველა თანამესაკუთრის გამოცხადდების შემთხვევებშიც. აგრობარათების მისაღებად, ფერმერებმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე - myliberty.ge უნდა გადაამოწონ; ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)