|
2020-07-06 22:37:28, 2448 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა
გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა. ის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. წარდგენას ასევე დაესწრო კურატორი მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს ყველა თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის, განსაკუთრებით, მათ, რომლებიც როგორც საგანგებო მდგომარეობის დროს, ისე ახლაც ახორციელებენ ეკონომიკური სუბიექტების უსაფრთხოების მონიტორინგს და ახდენენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად კომპანიების ინსპექტირებას, თუ რამდენად ასრულებს ბიზნესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ გაიდლაინებს. ნათია თურნავას განცხადებით, სააგენტო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყებაა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდა პროფესიონალ ხელმძღვანელთან ერთად წარმატებით იქნება დაძლეული სააგენტოს წინაშე არსებული გამოწვევები. გიორგი გეჯაძე კონკურსის წესით შეირჩა. მანამდე ის თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს აქვს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)