16:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 17:34:08, 2290 ნახვა

ეკონომიკა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საზაფხულო ფასდაკლების აქციას იწყებს

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს „ტოიოტას“ ყველაზე პოპულარულ მოდელებზე უპრეცედენტო ფასდაკლებებს სთავაზობს. აღნიშნული შეთავაზებით „ტოიოტას“ მარკის გამორჩეული მოდელები მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

აქციის პერიოდში „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ „ტოიოტა ქემრიზე“ 10 000 ლარამდე ფასდაკლება გავრცელდება. შეთავაზების ფარგლებში სპეციალური ფასი იქნება „ქემრის“ ჰიბრიდულ კომპლექტაციაზე, რომელიც აღჭურვილია ტოიოტას უსაფრთხოების სისტემებით, პარკინგ სენსორებით, უკანა ხედვის კამერით, ელექტრო რეგულირებადი სავარძლებით, ლედ ფარებითა და  ალუმინის 17" დისკებით.

საზაფხულო ფასდაკლებები გავრცელდება „ტოიოტას“ სხვა მოდელებზეც: ლეგენდარულ ყველგანმავალ LC Prado-ზე და LC 200-ზე. აქციის პერიოდში „ლენდ კრუიზერ პრადო“ 4.0 ბენზინის ძრავით ხელმისაწვდომი იქნება 15 000 ლარამდე ფასდაკლებით, ხოლო „ლენდ კრუიზერ 200“ 4.5 ტურბო დიზელის ძრავით 18 500 ლარამდე ფასდაკლებით.

აღსანიშნავია, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ფასდაკლებასთან ერთად მომხმარებლებს Trade-in აქციასაც სთავაზობს. მომხმარებელს შეუძლია 2008 წლიდან გამოშვებული ნებისმიერი მარკის და მოდელის ავტომობილის ჩაბარება და სანაცვლოდ მისთვის სასურველი „ტოიოტა“-ს ახალი მოდელის შეძენა. ცენტრში მომხმარებლის ავტომობილი შეფასდება, დადგინდება მისი ღირებულება და ჩაითვლება თანამონაწილეობის თანხად, ხოლო დარჩენილ ნაწილზე შესაძლებელია ლიზინგით სარგებლობა საუკეთესო პირობით.

“ტოიოტა ცენტრ თეგეტა“-ს შეგიძლიათ ესტუმროთ მისამართზე - უნივერსიტეტის ქ. N6. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანიის ქოლ ცენტრს: 032 229 20 00





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics