|
2020-07-06 10:24:37, 2160 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მეღვინეობა ხარებამ ვენახები გააშენა
„საქართველოს ბანკისთვის“, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა. სწორედ ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს ღვინის სექტორის წახალისებას. საქართველოს ბანკისა და ხარება ჯგუფში შემავალი კომპანიების პარტნიორობის შედეგად ყვარლის რაიონში 225 ჰექტარი ვენახი გაშენდა. პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში 50-მდე ადამიანი უკვე დასაქმებულია სრულ შტატზე, ხოლო სეზონური სამუშაოებისთვის დამატებით საქმდება კიდევ 450 ადამიანი. „მოხარული ვართ, რომ შპს მეღვინეობა ხარებასთან ჩვენი ნაყოფიერი პარტნიორობა გრძელდება. ამჯერად თანამშრომლობის ფარგლებში საინტერესო პროექტს ჩაეყარა საფუძველი. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ზოგადად კომპანია უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული და მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი ტრადიციული მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. გვჯერა რომ კომპანიის მუდმივი სწრაფვა სიახლისკენ მას სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას მისცემს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, "მეღვინეობა ხარება"-ს პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომლიდანაც 1115 ჰექტარზე გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში. მეღვინეობა ხარებას აქვს შემდეგი ევროპული ჯიშის ყურძნები: კაბერნე, შარდონე, სოვინიონი, მუსკატი, პინო და მერლო. კომპანია ასევე ხელს უწყობს იმ იშვიათი ჯიშების მოშენებას, როგორებიცაა: ოცხანური საფერე, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ალადასტური, უსახელოური, ხიხვი და ქისი. კომპანიის უმთავრესი მიზანია, აწარმოოს უმაღლესი ხარისხის ღვინო ქართული და ევროპული მეთოდებით საკუთარი ვენახებიდან. არსებული ჯიშების მოშენების გარდა, მეღვინეობა ხარებას კიდევ ერთი დანიშნულებაა, დაამუშაოს უძველესი ტრადიციული ქართული ყურძნის ჯიშები.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)