10:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-04 12:25:00, 4250 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი BLM დემონასტრანტების მიერ მონუმენტების დაზიანებას, მემარცხენეების კულტურულ რევოლუციას უწოდებს

არ შეგეპაროთ ეჭვი, ეს მემარცხენე კულტურული რევოლუცია მიმართულია ამერიკული რევოლუციის წინააღმდეგ. ისინი გაანადგურებენ ცივილიზაციას, რომელმაც მილიარდობით ადამიანი გადაარჩინა სიღარიბეს, დაავადებებს, ძალადობასა და შიმშილს - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

მან, გამოსვლის მეტი ნაწილი წინაპრების მემორიალების დაზიანებას და მათი ჩამოგდების მცდელობებზე საუბარს დაუთმო.

„არ შეგეპაროთ ეჭვი, ეს მემარცხენე კულტურული რევოლუცია მიმართულია ამერიკული რევოლუციის წინააღმდეგ. ისინი გაანადგურებენ ცივილიზაციას, რომელმაც მილიარდობით ადამიანი გადაარჩინა სიღარიბეს, დაავადებებს, ძალადობასა და შიმშილს. ამან კაცობრიობა მიღწევების, აღმოჩენებისა და პროგრესის ახალ საფეხურზე აიყვანა. მიზნის მისაღწევად ისინი მზად არიან გაანადგურონ ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის ყველა მონუმენტი, სიმბოლო და მოგონება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი განკარგულებით მონუმენტებს ფედერალური სამართალდამცველები იცავენ, ხოლო არეულობაში მონაწილეებს აკავებენ, ხოლო თავდამსხმელებს კანონის სრული სიმკაცრით დასჯიან.

„ყველა კანონის საწინააღმდეგოდ, ჩვენს შვილებს სკოლებში საკუთარი ქვეყნის სიძულვილს ასწავლიან და აიძულებენ დაიჯერონ, რომ კაცები და ქალები, რომლებმაც მათი ქვეყანა შექმნეს, გმირები არ ყოფილან, არამედ ბოროტმოქმედები იყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

თავის გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „მხარს უჭერს ამერიკელ სამართალდამცავებს და არ დაუშვებს, რომ პოლიცია მოშალონ ან გაუქმდეს აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორება, რაც იარაღის შენახვასა და ტარების უფლებას უკავშირდება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბავშვებს სამშობლოს სიყვარული და ამერიკული დროში პატივისცემა უნდა ასწავლონ“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება ჩრდილოეთ დაკოტაში მდებარე რაშორის მთის ეროვნულ მემორიალთან გააკეთა. მემორიალი წარმოადგენს აშშ-ის ოთხი პრეზიდენტის კლდეში ნაკვეთ პროფილებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, მათ შორის ორს – ჯორჯ ვაშინგტონსა და თომას ჯეფერსონს მონები ჰყავდა. ამის გამო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ სიტყვით გამოსვლისთვის ეს ადგილი შერჩეულიყო, აშშ-ში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics