10:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 12:49:02, 5834 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომრჩეველთა თითქმის 78%-მა დაუჭირა მხარი

რუსეთში მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც საშუალებას მისცემს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ ხელისუფლებაში კიდევ ორი ​​ვადით დარჩეს.

Associated Press-ის ცნობით, ცვლილებებს ამომრჩეველთა თითქმის 78 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

Associated Press  წერს, რომ კრემლის კრიტიკოსების თქმით, ხმის მიცემა გაყალბდა.

„რუსეთში დაფიქსირდა ხმების გაყალბების შემთხვევა, გამოცხადებულ შედეგს არაფერი აქვს საერთო ხალხის აზრთან“, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი „ფეისბუქზე“.

აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე პუტინმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი 2024 წლამდე იქნებოდა, მაგრამ მოგვიანები საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება დაიწყო.  ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პუტინს საშუალებას მისცემს, რომ თანამდებობაზე 2036 წლამდე დარჩეს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი, კაგებეს ყოფილი აგენტი, ხელისუფლებაში მოვიდა 1990-იანი წლების ბოლოდან, ჯერ რუსეთის პრეზიდენტად, შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მანამ, სანამ 2012 წელს პრეზიდენტა არ აირჩიეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics