|
2020-07-01 11:30:06, 1754 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია იწყება
თბილისის მერია მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის სატრანსპორტო პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება და განახლება შედის. პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სადაც ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები ეწყობა, რათა მოსახლეობისთვის გადაადგილება სწრაფი და კომფორტული იყოს. თბილისის მერის განცხადებით, ასევე, მეტროსადგურებში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვაგონების განახლება და გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი ახალი შემადგენლობების შესყიდვასთან დაკავშირებით. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია. ხელშეკრულება გაფორმებულია და მომდევნო დღეების განმავლობაში, სამუშაოები დაიწყება. მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ტაქტილური ბილიკები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს; განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურეო ოთახები; განახლდება გახმოვანების სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მაქსიმალურად ხარისხიანად შესრულდება. პროექტის ღირებულება 1 010 851 აშშ დოლარია.
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)