|
2015-08-31 17:19:21, 636 ნახვა
საზოგადოება
ბონში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია მიმდინარეობს
გერმანიაში, ქალაქ ბონში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კონფერენციის ფარგლებში Ad Hoc სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას იღებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თეიმურაზ მურღულია. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას 190-ზე მეტი კონვენციის მხარე ქვეყნის დელეგაცია ესწრება. Ad Hoc სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ფარგლებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს კლიმატის ცვლილების ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლის მიღებაც იგეგმება 2015 წლის ბოლოს ქ. პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 21-ე შეხვედრაზე (COP 21). საქართველოს, როგორც კონვენციის მხარეს, დიდი ინტერესი აქვს შეხვედრაზე განხილულ საკვანძო საკითხთან, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების ახალ შეთანხმებაში განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სტატუსების განსაზღვრასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით, ჩართულია გამართულ მოლაპარაკებებში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)