03:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-27 21:16:49, 8784 ნახვა

სხვადასხვა
ნიკოლოზ გაგუა - 2021 წლისთვის დაგეგმილია მთავრობის ვალის მაჩვენებლის ეტაპობრივად შემცირება

ბოლო  პერიოდში  პანდემიის  გამო,  კორექტირებული   ბიუჯეტის  გამო  აქტუალური  გახდა  ვალების  თემა.  მოგეხსენებათ, ამ კვირას  დამტკიცებული  პროექტით,  საერთო ჯამში საგარეო ვალის  მოცულობა   გაიზარდა  და  მისი თანაფარდობა მთლიანი შიდა პროდუქტის 54.4%-ს აღწევს. გასაგებია,  რომ ვალს  ადამიანიც  და  ქვეყანაც  გადაუდებელი  აუცილებლობის  გამო  იღებს.   თუ ადამიანს  არ  გაქვს  კარგი  საკრედიტო  ისტორია, როგორც  ბანკები არ მისცემს სესხს, ასევე  ქვეყნის   შემთხვევაშიც.  რომ არა მთავრობის  სწორი პოლიტიკა,  მაკროეკონომიკური  სიძლიერე და ვალის მდგრადობის უზრუნველყოფა, ქვეყანა ვერ მიიღებდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან  უპრცედენტო  მხარდაჭერას. 

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ აღნიშნავს, გაზრდილი დაფინანსების პოლიტიკა კოორდინირებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. მიმდინარე პანდემიის ფონზე, მათ მიერ დადებითად  იქნა შეფასებული მთავრობის მიერ განხორციელებული სასესხო პოლიტიკა. მისი თქმით, რომ არა ქვეყნის მაკროეკონომიკური ფუნდამენტის სიძლიერე და ვალის მდგრადობის უზრუნველყოფა, საქართველო ვერ მიიღებდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაგეგმილ რესურსს. მიუხედავად არსებული მაჩვენებლებისა საქართველოს არ შეექმნება პრობლემა ფინანსური მდგრადობის კუთხით.

„ ვალის აღება რეალურად არის რეაგირება საერთაშორისო გლობალური გამოწვევის მიმართ და ვთვლით,  რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ყველა ციფრი 60%-ზე დაბლაა და ეს საგანგაშო ნიშნულად არ ითვლება.  მე მინდა ყველა დავარწმუნო,  რომ ფისკალური სექტორი მომავალშიც ორიენტირებული იქნება და  ეს ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ   54 პროცენტიანი ნიშნული, ეს იქნება პიკი და მან უნდა დაიწყოს დაღმასვლა“, -აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

როგორც ფინანსთა  სამინისტროში  აცხადებენ,  რომ 2021 წლისთვის დაგეგმილია  მთავრობის ვალის მაჩვენებლის ეტაპობრივად შემცირება და იგი  მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაუბრუნდება კრიზისამდე არსებულ პარამეტრებს. სტაბილური  მაკროეკონომიკური გარემო კი თავის მხრივ 2021 წელს ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპით აღდგენის  საფუძველს შექმნის.

შეგახსენებთ, რომ  საქართველო  იყო  პრქტიკულად  პირველი  ქვეყანა,  რომელმაც  საერთაშორისო  სავალუტო  ფონდისგან  დაფინანსება მიიღო  და შემდეგ  ეს  სიგნალი  გახდა  სხვა დონორებისთვისაც.  საერთაშორისო  სავალუტო  ფონდმა  მოგცა  პირველი  200  მილიონი დოლარი,  შემდეგ  კი სხვებმა:  აზიის განვითარების ბანკმა, მსოფლიო ბანკმა, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა, ევროკავშირმა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა და  ა.შ.  მთლიანობაში  საუბარია 1.5 მილიარდ  დოლარზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics