10:05 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 14:53:07, 2270 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - რატომ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის, როდესაც ევროკავშირი საზღვრებს გვიხსნის?

ვერ გავიგე, აგვიხსენით რას ერჩით ხალხს, ბიზნეს, მეწარმეებს, მოქალაქეებს, ყველას. უმძიმესი მდგომარეობაა და უნდა დავეხმაროთო. ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის - ამის შესახებ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. 
მან ასევე აღნიშნა, რომ საზღვარს ასევე იმ ქვეყნებისთვისაც ხურავენ, სადაც ეპიდვითარება კარგია. 
"თქვენგან, მორიგი რიხიანი სადღეგრძელო მოვისმინეთ, რომ ეს კოვიდის პანდემია უნდა ვაქციოთ შესაძლებლობადო, ერთი საკითხია, რაზეც მკაფიო პასუხი და რაიმე გონივრული ახსნა მოისმინოს საზოგადოებამ. ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ევროკავშირი იხილავს რომელ ქვეყნებს გაუხსნას რეგულარული ფრენებისთვის თავისი სივრცე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. 
ყველა ინფორმაციით რაც მედიაში გამოვიდა დადებითად გადაწყდება საკითხი საქართველოსთვის, რაც ძალიან კარგია. კიდევ ერთხელ თავისუფალი სამყარო ხელს გამოგვიწვდის, რომ წელში გავიმართოთ შანსი გვქონდეს სწრაფად გამოვიდეთ ამ უბედურებიდან და ამის პარალელურად თქვენმა მთავრობამ, გუშინ გამოაცხადა რომ კიდევ ერთი თვით ხურავს რეგულარული ფრენებისთვის სივრცეს. ვერ გავიგე, აგვიხსენით რას ერჩით ხალხს, ბიზნეს, მეწარმეებს, მოქალაქეებს, ყველას. უმძიმესი მდგომარეობაა და უნდა დავეხმაროთო. ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის? მათშორის იმ ქვეყნებისთვისაც სადაც ეპიდვითარება არის კარგი, ბალტიისპირეთი, პოლონეთი. რითი აიხსნება ეს, პოლიტიკური სიბრიყვით თუ რაიმე საიდუმლო ჩანაფიქრი გაქვთ?", - განაცხადა ბოკერიამ. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics