09:58 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 14:20:28, 1734 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი გახარიას - დემოკრატიის საზომი ის არჩევნები იქნება, რომლისთვის მზადებაც დავიწყეთ

თქვენი გამოსვლა იმით დაიწყეთ, რომ უკვე მერამდენეჯერ მოდიხართ აქ და ეს არის დემოკრატიისი ნიშანი ქვეყანაში, თუმცა ეს ასე არ არის. დემოკრატიის საზომი ის არჩევნები იქნება, რომელიც უნდა ჩატარდეს ქვეყანაში და რომლისთვისაც ჩვენ დავიწყეთ მზადება - ამის შესახებ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. 
მისი თქმით, სამართლიანი არჩევნებისთვის მზადების მაგივრად კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზაციით ხართ დაკავებული. 
"თქვენი გამოსვლა იმით დაიწყეთ, რომ უკვე მერამდენეჯერ მოდიხართ აქ და ეს არის დემოკრატიისი ნიშანი ქვეყანაში, თუმცა ეს ასე არ არის. დემოკრატიის საზომი ის არჩევნები იქნება, რომელიც უნდა ჩატარდეს ქვეყანაში და რომლისთვისაც ჩვენ დავიწყეთ მზადება. 
სწორედ ამ არჩევნებზე და ქვეყანაში შექმნილ გარემოზე გვაფრთხილებენ მეგობრები, მათშორის ა.შ.შ-ის კონგრესში, როდესაც საუბრობენ, რომ თქვენი ხელისუფლების და არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სტაბილურობას და უნდა განიხილოს როგორც სამიზნე, შესაბამის სანქციებისთვის, რომელსაც კონგრესი მის წინააღმდეგ განიხილავს.
ის პასტყუილები, რომლებსაც თქვენი დაქირავებული ლობისტები, ივანიშვილის მძიმე ბავშვობაზე უგზავნიან ამერიკის კონგრესს, ამ საკითხს დღის წესრიგიდან ვერ მოხსნის. იმის ნაცვლად, რომ მზადება დაიწყოთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის, კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზაციით ხართ დაკავებული. ეს არ არის გასაოცარი, თავად გვერდით გიზით მინისტრი, რომელიც თავმომწონედ აფიშირებს კავშირებს კრიმინალურ სამყაროსთან და მეორე თქვენი პოლიტიკური ლიდერი, ასევე კარგი კავშირებით კრიმინალურ სამყაროსთან, რომელიც უკვე თავდასხმებს აწარმოებს დამოუკიდებელ მედიაზე. ვის უხდით მადლობას საკუთარი სუსის თანამშრომლებს? რომლებიც იბარებენ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს დაკითხვაზე ფეისბუქ პოსტების გამო? იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ ამ გარემოში ჩატარებული არჩევნები, როდესაც სისტემატიური თავდასხმები დაიწყო ოპოზიციური პარტიების ოფისებზე, ამ გარემოში ჩატარებული არჩევნები ძალიან დიდ კითხვისნიშნებს გააჩენს მის ლეგიტიმურობაზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთ. გავიგეთ, რომ არ გაინტერესებთ გამოიძიოთ ვინ დაუშინა დათვზე სანადირო ტყვიები პარლამენტის წინ ჩვენ ხალხს და ამის გამოძიება გაინტერესებთ ბატონო პრემიერო ? ", - განაცხადა სამადაშვილმა. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics