|
2020-06-26 12:00:54, 2972 ნახვა
საზოგადოება
რას მოიცავს აგროდაზღვევის ნაკრები
მიწის დამუშავება და მოსავლის მოყვანა ფერმერებისგან დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. ამ საქმიანობას თან უამრავი რისკიც ახლავს. ფერმერები მთელი წლის განმავლობაში დამოკიდებულნი არიან ამინდსა და მის ცვალებადობაზე, რადგან მოსავლის მოყვანას ხელსაყრელი პირობები სჭირდება. მოულოდნელი სტიქია კი მათ დიდ ზარალს აყენებთ, რის წინაშეც ყველა უძლურია. სტიქიისგან თავს ვერ დავიცავთ მაგრამ ზარალისგან თავდაცვა შესაძლებელია. აგროდაზღვევა სწორედ აღნიშნული რისკისგან იცავს ფერმერებს. აგროდაზღვევა ფერმერებისთვისთიბისი დაზღვევამ ფერმერებისთვის აგროდაზღვევის ნაკრები შექმნა, რომელიც მათზე მორგებული, მოქნილი და მოსახერხებელი პირობებით გამოირჩევა. დაზღვევის ნაკრები სახელმწიფოსთან თანამშრომლობითაა შემუშავებული, სადაც სახელმწიფო თანადამფინანსებელია და ფერმერს მხოლოდ დაზღვევის ნაკრების ღირებულების ნაწილის დაფარვა უწევს. ფერმერებს საშუალება აქვთ მოსავალი 4 ძირითადი რისკისგან დააზღვიონ, ესენია:
აგროდაზღვევის ნაკრებით შესაძლებელია შემდეგი სახის კულტურების დაზღვევა: ვაზი, ხეხილი, მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, კაკლოვანი, სუბტროპიკული, კენკროვანი და ციტრუსი. რაც შეეხება თანადაფინანსებას, სახელმწიფო ფარავს ყველა ჩამოთვლილი კულტურის სადაზღვევო ნაკრების ღირებულების 70%-ს, 30%-ს კი ფერმერი იხდის. გამონაკლისი მხოლოდ ვაზია, სადაც სახელმწიფო დაფინანსება 50%-ს შეადგენს. რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდეთაგროდაზღვევის შეძენა ნებისმიერ ფერმერს შეუძლია, ვისაც სურვილი აქვს, რომ უამინდობისგან გამოწვეული ზარალი წინასწარ დააზღვიოს. თუმცა მის შესაძენად ფერმერებს რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოეთხოვებათ. მოთხოვნები კი მარტივია:
ნაკვეთის ფართი, რომელზეც გავრცელდება დაზღვევა, არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰექტარს. ეს მოთხოვნა არ ეხება
იმ შემთხვევაში თუ ფერმერი ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, თიბისი დაზღვევაში აგროდაზღვევის ნაკრებით სარგებლობა მაინც შეეძლება, თუმცა ღირებულების სრული ნაწილის გადახდა თავად მოუწევს. სად და როგორ შევიძინოთ აგროდაზღვევაფერმერებს აგროდაზღვევის შეძენა თიბისი ბანკის შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონალურ ფილიალებში შეუძლიათ. ნაკრების ღირებულება კულტურების მიხედვით განსხვავებულია. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი კულტურის მოსავალი საბაზრო ღირებულებითაა დაზღვეული და ზარალის დადგომის შემთხვევაში, ფერმერი სრულად მიიღებს წინასწარ დაგეგმილ თანხას. ეს კი ნიშნავს რომ წაგება უბრალოდ გამორიცხულია - ფერმერისთვის შემოსავალი გარანტირებულია. თიბისი დაზღვევა ფერმერებს მხარდაჭერას სხვა ფორმითაც უცხადებს - სურვილის შემთხვევაში, სადაზღვევო ნაკრების ღირებულება სესხის სახით გაიცემა. ამ გზით აგროდაზღვევა ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომია. ფერმერებისთვის ყველა რისკის წინასწარი გათვლა შეუძლებელია, თუმცა უკვე არსებობს მათ საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო ნაკრები, სადაც ძირითადი რისკები გათვალისწინებულია. თიბისი დაზღვევასთან ერთად მოსავალი და შემოსვალი დაცულია.
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)