11:14 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 17:58:27, 1879 ნახვა

კომენტარი
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა

დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა. საოჯახო ტიპის სახლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ქალაქის მერმა კახა კალაძემ და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მერი მაღლაფერიძემ საზეიმოდ გახსნეს.

მცირე საოჯახო ტიპის სახლში „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მყოფი ბენეფიციარების ნაწილი გადავა.  ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდასა და მათზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებას.  

საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა აშშ-ის საელჩოს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი დაახლოებით 1,200,000 ლარის ($425,000) ღირებულებისაა და  აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის (USACE) მიერ განხორციელდა.

 „ეს სახლი განკუთვნილია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენის დასახმარებლად. ამ პროექტის მეშვეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვები ბევრად უკეთეს, მათზე მორგებულ გარემოში იცხოვრებენ. გარემოში რომელიც უფრო მეტად ჰგავს სახლს და მათ გაეწევათ უკეთესი სამედიცინო მომსახურება. ეს საოჯახო ტიპის სახლი ბავშვებს შესაბამის სერვისებს დაბადებიდან 18 წლის ასაკამდე მიაწოდებს. ისინი აქ ისწავლიან, როგორ გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, როდესაც ამ სახლს დატოვებენ“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა. 

პროექტის ფარგლებში, ამავე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია დამატებით ორი მსგავსი ტიპის შენობის აშენება, რის შედეგადაც „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“-ს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საბოლოდ დასრულდება.

ღონისძიება „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ - კამპანიის ფარგლებში გაიმართა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics