|
2015-08-29 12:08:24, 657 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ლევან გვაზავას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება ჰქონდა
ლევან გვაზავას ოჯახის ადვოკატის, დარეჯან გილაშვილის განცხადებით, მისთვის და ოჯახისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე. გილაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკასთან გააკეთა. მისი თქმით, გვაზავა გენერალი იყო და მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება. ამასთან, ადვოკატს ამ ეტაპზე ოფიციალურად პროკურატურისათვის ორდერით არ მიუმართავს და საქმის მასალებს არ იცნობს. "ჩემთვის როგორც ოჯახის ადვოკატისთვის, ასევე თავად ოჯახისთვის უცნობია რა მოხდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ოფიციალურად პროკურატურისათვის ორდერით არ მიმიმართავს და საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობივარ. ჩემთვის უცნობია რა მუხლით არის საქმე აღძრული", - განაცხადა დარეჯან გილაშვილმა. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით ბევრი ვერსია ფიგურირებს, თუმცა ოჯახმა არ იცის რომელი ვერსიაა სწორი. "შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეებთან კონტაქტი ჯერ არ მქონია. შემთხვევის ადგილზე სავარაუდოდ, სამი ან ოთხი იპირი იმყოფებოდა - ლევან გვაზავა, გარდაცვლილი და კიდევ ერთი, ან ორი სხვა პირი", - აღნიშნა ადვოკატმა. ოქროყანაში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)