11:15 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 12:59:01, 1601 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - მადლობა გიორგი გახარიას - ის შედეგები, რაც საქართველომ დადო მსოფლიოსთვის სამაგალითოა

ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, დღეს გახლავთ სამაგალითო, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის, -  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, გიორგი გახარია გაეცნო ლუგარის ცენტრის მუშაობის პრინციპებს და როლს დღევანდელ პანდემიაში, თუ რას აკეთებს ცენტრი და იქ მომუშავე ადამიანები ამ მულტისექტორულ პასუხში, რასაც ქვეყანა კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ახორციელებს.

„გავიარეთ მრავალი საკითხი, რაზეც ლუგარის ცენტრი მუშაობს -  გენომის ცენტრი, პოლიომელიტის ლაბორატორია, ყვითელა-წითურასი, ჰეპატიტის რეფერალური ლაბორატორია და კიდევ ბევრი მიმართულება, რაზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს. გიორგი გახარიამ მოინახულა გადაუდებელი დახმარების დარბაზი, სადაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, როგორც მსოფლიოში, გლობალურად, ისე ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის სიტუაციის. პრემიერ-მინისტრი შეხვდა ჩვენს თანამშრომლებს, მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლებისთვის ეს კიდევ დამატებითი სტიმულია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი აფასებს მათ შრომასა და დამსახურებას.

ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი გახარიას. მოგეხსენებათ, საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ოაზისი, კუნძული ჩვენს რეგიონში კორონავირუსულ ინფექციასთან  სამაგალითო ბრძოლის. ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, დღეს გახლავთ სამაგალითო, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის და ამაში, ძალიან დიდი დამსახურება არის სწორედ მულტისექტორული პასუხის, რომელსაც ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საკოორდინაციო საბჭო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ყველა აღიარებს, რომ საქართველოში გადადგმული ნაბიჯები იყო დროული, სწორი და სწორედ ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ნაკლები დაზიანებით მივდივართ ამ პანდემიის პირობებში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიან მუშაობაში ჩვენ ამ ინფექციას დავძლევთ, -  აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics