|
2015-08-28 13:12:45, 519 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კაკულია დატბორვით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა
გადაუღებელი წვიმების გამო,ფოთში ქუჩები და ეზოები დაიტბორა, ზოგიერთ საცხოვრებელ სახლსა და კორპუსში სახურავებს პრობლემა შეექმნა. ფოთის გამგეობის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ რამდენიმე დატბორილი ქუჩა, საცხოვრებელი სახლი და ეზო მოინახულა, პრობლემის ირგვლივ მოსახლეობას შეხვდა და ესაუბრა. ქალაქის მერის თქმით, უხვი ნალექი ფოთისათვის უცხო არ არის, მაგრამ წყალმოვარდნები სერიოზული სირთულეების წინაშე აყენებს ქალაქს. „სამწუხაროა, რომ მოსახლეობა ზარალდება. ქალაქში წყალგამტარი კომუნიკაციები ისე უნდა მუშაობდეს, რომ ხშირი წვიმების დროს ექსტრემალური სიტუაციები თავიდან იქნეს აცილებული. ამ ეტაპზე მოქმედი შვიდი სატუმბი სადგური არ არის საკმარისი, ამიტომ მომავალი წლიდან გადაწყვეტილია, მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, სატუმბი სადგურებისა და წყალგამშვები კომუნიკაციების გაფართოება- რეაბილიტაცია, რაც ფორსმაჟორულ ვითარებას დაარეგულირებს“,-განაცხადა ირაკლი კაკულიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)