|
2015-08-28 10:43:25, 611 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა გორის რაიონში დევნილი ოჯახები მოინახულეს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ დევნილ ოჯახებს პროექტის „სოფლად სახლი“ ფარგლებში სამინისტრომ კერძო სახლები შეუძინა საკარმიდამო ნაკვეთებით. სამაჩაბლოდან დევნილ ციციაშვილების 7 სულიან ოჯახს სახლი გორის რაიონის სოფელ ქვეშში გადაეცა, ლაფაჩების 4 სულიან იჯახს სოფელ ფლავში, ხოლო ქარელების ოჯახმა სახლი სოფელ მარანში მიიღო. შიდა ქართლის რეგიონში პროექტის „სოფლად სახლი“ ფარგლებში სახლის შეძენაზე თანხმობა ეთქვა 59, ხოლო აქედან 19 სახლი უკვე შესყიდულია. სამინისტრომ, პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 660-ზე მეტი კერძო სახლი შეისყიდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)