|
2020-06-21 10:32:16, 1567 ნახვა
საზოგადოება
მცხეთაში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
მცხეთაში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფი დაკარგულ ფეხბურთელს მდინარე მტკვარზე და არაგვზე მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში ეძებს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განუცხადა. საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის ინფორმაციით ადგილზე დღემდე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა ჯგუფი, 7 გასაბერი ნავით. ასევე საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რითაც მაშველები წყლის ფსკერს ათვალიერებენ. მათივე თქმით, მცხეთაში შექმნილია საველე, სამუშაო შტაბი და ტერიტორიის მონიტორინგი დრონის საშუალებითაც მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 20 ივნისს მდინარე არაგვზე სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად ზაჰესის დამბა გახსნეს და ჟინვალჰესის დაკეტეს.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)