11:48 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 20:43:07, 2128 ნახვა

კომენტარი
დეკანოიძე - ჩვენ ვართ ის მომავალი, რომელიც საქართველოს აქვს და არა ბიძინა ივანიშვილი


 ყველა ის საქართველოს მოქალაქე ვინც აქ ვიდექით, განსაკუთრებით ისინი ვინც სისხლი დაღვარა, ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს რომ ეს ქვეყანა იმაზე მეტს იმსახურებს ჩვენ ვართ ის მომავალი, რომელიც საქართველოს აქვს და არა  ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე რუსულ გავლენას ატარებდა - ამის შესახებ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ, პარლამენტთან გამართულ "გავრილოვის ღამის" წლისთავის მიერ მიძღვნილ აქციაზე განაცხადა.
მან მოუწოდა მომიტინგეებს, რომ "ყოველთვის უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის და იმ ცეცხლის, რომელიც გვაქვს გულში და აუცილებლად უნდა გვჯეროდეს თავისუფლების, რომლისთვისაც ვიბრძვით და მივაღწევთ".
"შარშან, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა გააძევეს გავრილოვი აი აქ თქვენი წყალობით დამარცხდა პუტინის პროპაგანდა. ჩვენი იდეა, იმ საქართველოს მოქალაქეების დიდი იდეა, ვისაც თავისუფალ საქართველოში ცხოვრება უნდა, ეს არის თავისუფალი სამშობლო, თავისუფალი საქართველო სადაც არ იქნება რუსული გავლენები და ოლიგარქიული გავლენები, სადაც კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო, ეკონომიკური კეთილდღეობა, თვისობრივად სხვა დემოკრატია და სადაც თითოეულ ადამიანს ეცოდინება, რომ სახელმწიფო მის სამსახურშია და არაადამიანები არიან ოლიგარქიის სამსახურში.
 ამიტომ ჩვენ ყველა ის საქართველოს მოქალაქე ვინც აქ ვიდექით, განსაკუთრებით ისინი ვინც სისხლი დაღვარა, ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს რომ ეს ქვეყანა იმაზე მეტს იმსახურებს ჩვენ ვართ ის მომავალი, რომელიც საქართველოს აქვს და არა  ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე რუსულ გავლენას ატარებდა. 
ამიტომ  უნდა მივმართოთ ხელისუფლებას, არ არსებობს ქვეყანაზე ძალა, როგორი ოლიგარქიც არ უდნა იყოს და როგორი რუსული გავლენებიც არ უნდა გაატაროს, რომელიც დაუპირისპირდება საქართველოს მოქალაქეების ნებას, ამიტომ მე როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც ქალი და პოლიტიკოსი ამაყი ვარ, რომ შარშან მომიწია თქვენთან დგომა და წელსაც თქვენთან ერთად ვარ. 
წინ კიდევ ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს გადასატანი თავისუფლებისთვის და მთავარი ბრძოლა ოქტომბერში გვაქვს, როდესაც საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ ოლიგარქიულ მმართველობას და ოლიგარქიულ გავლენებს. 
ერთი რამ მინდა გთხოვოთ, გითხრათ, მოგიწოდოთ, შეგეხვეწოთ, - აუცილებლად ყოველთვის უდნა გვჯეროდეს საკუთარი თავის და იმ ცეცხლის რომელიც გვაქვს გულში და აუცილებლად უნდა გვჯეროდეს თავისუფლების, რომლისთვისაც ვიბრძვით და მივაღწევთ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics