2020-06-19 17:44:58, 3094 ნახვა
მსოფლიო
შვედეთმა ვირუსის წინააღმდეგ ტაქტიკა შეცვალა - ხელისუფლება მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს
ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკარანტინე შეზღუდვები არ გააქტიურებულა, ინფექციის გავრცელების მიუხედავად, შვედეთი იყო. დღევანდელი მდგომარეობა კი რადიკალურად განსხვავებულია, ხელისუფლება მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს.
ხელისუფლების გადაწყვეტილების შეცვლა ინფიცირებულთა 54 500-მდე გაზრდამ გამოიწვია. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, შვედეთში სულ 5 000 მოქალაქე გარდაიცვალა კორონავირუსის ინფექციით.
ერთ მილიონ ადამიანზე, სტატისტიკურად გათვლილი საშუალო მაჩვენებლით, შვედეთის მონაცემები საყურადღებოა და მეტიც, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სკანდინავიის ქვეყნებში.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან