14:07 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 15:53:19, 1509 ნახვა

საზოგადოება
პრორუსული - ასე უწოდებს გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის ფედერალური პროკურატურის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში საუბარია ხანგოშვილის ურთიერთობაზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს მთავრობა პრორუსულად არის მოხსენიებული.

„დაკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის წინააღდმეგობა რუსეთის ხელისუფლების, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ასევე, საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში, ბერლინში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. გერმანიის პროკურატურის ოფიციალური დასკვნით, ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics