|
2015-08-27 16:39:48, 617 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მარნეულში ადამიანის უფლებების შესახებ სემინარი ჩაატარა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ ფარგლებში, მარნეულში ადამიანის უფლებების შესახებ სემინარი ჩატარდა. სემინარს მარნეულის საჯარო სკოლების 15 მოსწავლე დაესწრო, რომლებიც დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების აქტიური მონაწილეები არიან. ცენტრის ინფორმაციით, მარნეულის იუსტიციის სახლში გამართული სემინარის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ადამიანის უფლებების არსსა და კლასიფიკაციას. მათ შორის იყო ისეთი თემები, როგორიცაა განათლების უფლება, რწმენის და რელიგიის თავისუფლება, თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა. განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო ბავშვთა უფლებებს. სემინარს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ კოორდინატორი მაია ნასრაშვილი უძღვებოდა. ღონისძიება სალექციო ნაწილის გარდა დატვირთული იყო სხვადასხვა შინაარსის აქტივობით. ახალგაზრდები ჩაერთვნენ დისკუსიაში, მონაწილეობდნენ გუნდურ სავარჯიშოებში; გაიმართა ფილმის ჩვენება/განხილვა. სემინარების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და იურიდიული შინაარსის წიგნი „სამართლის ქალაქი“. სემინარებზე მოსმენილი მასალის მიხედვით, ბლიც კითხვების საშუალებით გამოვლენილ 5 გამარჯვებულს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბრენდირებული საჩუქრები გადაეცა. პროექტის მიზანია, არასრულწლოვნებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, გუნდური მუშაობის უნარის განვითარება და თავისუფალი დროის სწორად წარმართვა. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლი“ საქართველოს 13 ქალაქის იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. პროგრამაში ჩართვა 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)