13:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 13:53:57, 2574 ნახვა

კომენტარი
გახარია ტუსკის განცხადებაზე - მე სრულად ვეთანხმები იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს

სახალხო პარტიის თავმჯდომარე, დონალდ ტუსკის მოწოდებას, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას ის ეთანხმება.

ტუსკის მოწოდებას, რომ გიორგი რურუა, 8 მარტის შეთანხმების თანახმად უნდა გათავისუფლდეს უპასუხა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე სასამართლო სისტემამ იმსჯელოს.

„რა თქმა უნდა, მე სრულად ვეთანხმები იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ ეს პროცესი დასრულება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. ჩემთვისაც არაერთხელ მითქვამს, რომ საარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისათვის ისევე, როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ იმსჯელოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტუსკიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულები არიან იმით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია და მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ შეთანხმება სრულ განხორციელდეს და რურუა გათავისუფლდეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics