2020-06-17 14:45:01, 1247 ნახვა
საზოგადოება
20 ივნისამდე საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან 20 ივნისამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარების ინტენსიურმა დნობამ შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,