07:45 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 14:46:07, 1237 ნახვა

საზოგადოება
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების თანამედროვე გადაწყვეტა აგრობიზნესისთვის

United Fresh გამოფენა უმსხვილესი საერთაშორისო ასპარეზია სასურსათო პროდუქციის სფეროს პროფესიონალთათვის, რომელიც ყოველწლიურად ათასობით მყიდველსა და ექსპორტიორს უყრის თავს, ეხმარება მათ ბიზნესის განვითარებასა და ახალი კონტაქტების მოძიებაში.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა ღონისძიება ონლაინ სივრცეში გადაიტანეს და დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, ვირტუალურ სავაჭრო ბაზრობაში 32 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოდანაც.

ქართულ პროდუქციას, საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” პროექტის 17, ხოლო “აწარმოე საქართველოს” 5 ბენეფიციარი კომპანია წარადგენს.  ვირტუალურ გამოფენაზე კომპანიები სხვადასხვა ორგანულ, დამუშავებულ და ახლად მომზადებული პროდუქციას (თხილი, წვენი, ჩაი, გამომშრალი ხილი (ჩირი), თაფლი და ყველი) წარადგენენ.

ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ სესიებს პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში, ვირტუალურ საგამოფენო დარბაზს, სადაც ექსპონენტები უმასპინძლებენ დარგის სპეციალისტებს, გასცემენ საკუთარ პროდუქციაზე მასალებს და ასევე შესაძლებლობა ექნებათ, ვირტუალურ რეჟიმში დაათვალიერონ საწარმოები. გარდა ამისა, ვირტუალური გამოფენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე მისი ხანგრძლივობაა. ონლაინ პლატფორმა გახსნილი იქნება 15 ივნისიდან 1 სექტემბრამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ნებისმიერ მყიდველს შეეძლება შემოსვლა, პროდუქციის დათვალიერება და ექსპორტიორებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics