07:45 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 13:24:37, 1071 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტურიზმისა და მასპინძლობის მე-5 კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-5 კონფერენცია, Welcome to Georgia ონლაინ პლატფორმა Zoom-ის დახმარებით ჩატარდა. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო კონფერენციის თემატიკა თავიდან ბოლომდე მიეძღვნა კოვიდ-19-ის გავლენას აღნიშნულ ინდუსტრიაზე. პანდემიამ ფორმატის ცვლილებაც გამოიწვია და კონფერენცია, რომელიც წარსულში 400-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობდა, წელს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-5 კონფერენცია საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით გაიმართა.  ის ორი პანელისგან შედგებოდა, სადაც სამთავრობო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ინდუსტრიაზე კორონავირუსის გავლენასთან დაკავშირებულ სხადასხვა თემაზე პრეზენტაციები წარადგინეს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბიდიოს, საქართველოს ბანკის, ალიანს ჯგუფის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ონლაინ კონფერენცია B2B შეხვედრებით დასრულდა, სადაც მონაწილეებს  მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა მიეცათ.

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინანტთა და გამარჯვებულთა რაოდენობა  წლიდან წლამდე იზრდება.  ახლა, ახალი რეალობიდან გამომდინარე ტურიზმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებასა და წახალისებაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, Welcome to Georgia! არის ტურიზმისა და მასპინძლობის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც  საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.  საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია პროექტის თანაორგანიზატორია და ინდუსტრიას აქტიურად უჭერს მხარს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics