07:47 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 10:47:06, 1194 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 startups-ის მხარდაჭერით, 500 Georgia აქსელერაციის პროგრამა დაიწყო.   შერჩეულ 13 სტარტაპს უკვე აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად იმუშაონ საკუთარი იდეების დახვეწაში. ამასთან, მოიძიონ ფინანსური რესურსი, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ. აქსელერაციის პროგრამისთვის შეირჩა შემდეგი კომპანიები: Cardeal.ge; Cargon; CARU; FINMAP.online; Echolize; Intrro; LiveCaller; Phubber App; QCash.ge; Raccoon.Recovery; Stack; Tripcars.com; Wegotrip

აქსელერაციის პროცესი დაყოფილია ორ ნაწილად. პროგრამა წარმოადგენს ინტენსიური და დისტანციური ტრენინგის კომბინაციას, რომელიც 10 თვის განმავლობაში ხორციელდება.  სტარტაპერებს მოუწევთ შემდეგი ეტაპების გავლა:

  • Foundation boot camp - აქტიური ტრეინინგები მეტორებთან;
  • Remote Experimentation - დამოუკიდებლად მუშაობა ტრეინინგებზე მიღებული გამოცდილებით;
  • Growth Intensive - პროექტების წარდგენა მენტორებთან და მისი დახვეწა;
  • Silicon Valley Immersion - სტარტაპერებისთვის საოცნებო ადგილას 1 თვიანი პროგრამის აქსელერაციის პროგრამის გავლა.

„მოხარულები და ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველოს ბანკის, როგორც კერძო სექტორის და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით უკვე დაიწყო აქსელერაციის პროგრამა. სტარტაპები იწყებენ იმ ძალიან საინტერესო გზას, რაც მათ მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან.  ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა და გვიხარია, რომ ამ პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ. გვჯერა, რომ 500 Georgia ხელს შეუწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, დაეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში გლობალური ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს ჩვენს თავს და ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, 500 Goergia-ს საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და 500 startups-ი ახორციელებს.   შეთანხმება მხარეებს შორის 2020 წლის 20 თებერვალს გაფორმდა.

500 Startups  ბიზნეს იდეის საწყის ეტაპზე ინვესტიციის მოზიდვის აქსელერატორია. გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას,  მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციის ორგანიზებას. 500 სტარტაპმა მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტირება მოახდინა 17 სტარტაპ კომპანიაში.  მათ შორის არიან Credit Karma, Twilio, Canva, Grab, Gitlab, VTS, Bukalapak, The RealReal, Talkdesk, Knotel და Udemy.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics