08:29 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 15:14:10, 1132 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა სეტყვით დაზარალებულებს დაეხმარება

ძლიერმა სეტყვამ ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფელი დააზარალა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლებში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა დაზარალებულ მოსახლეობას. თორნიკე რიჟვაძის თქმით, კომისიის წევრები ერთი კვირის ვადაში დაითვლიან ზარალს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად.

„გუშინ, ძლიერმა სეტყვამ დააზარალა ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრს და ასევე თვითმმართველობის ხელმძღვანელებს მიეცათ შესაბამისი დავალება, რომ ოპერატიულად, დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში შეძლონ დაითვალონ ის კონკრეტული ზარალი, რომელიც მოსახლეობას მიადგა. კომისიის შედეგების შესაბამისად, მთავრობაში ვიმსჯელებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ როგორც კომპენსაციის, ასევე მოსავლის მიღების ნაწილში", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ქედისა და შუახევის სოფლებში სტიქიამ ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა. დაზიანდა თამბაქოს ნარგავები, ხეხილი, ბოსტნეული და ვენახი.

შეიქმნა სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რომელშიც ჩართული არიან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. კომისიამ საველე შესწავლა დღეს დაიწყო და ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაზარალებულ სოფლებში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მერები იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics