2020-06-15 13:27:57, 1241 ნახვა
საზოგადოება
15-19 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ხანმოკლე წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-19 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,