02:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 11:02:49, 526 ნახვა

საზოგადოება
ერისთავის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა თ. ერისთავის ქუჩაზე (ყოფილი ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე) გაჩენილი ხანძრის დროული ლიკვიდაცია მოახდინეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ყოფილი ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე, შერეულ საწყობში ცეცხლი გაჩნდა. 3 წუთში ადგილზე მობილიზებული იყო სააგენტოს პირველი სახანძრო-სამაშველო დანაყოფები. ხანძრის ქრობას პირადად ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი. შეიქმნა ხანძრის სხვა შენობებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძარის ლიკვიდაცია დროულად მოხდა. სულ ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა 25 სახანძრო ავტოცისტერნა, 3 სამაშველო ეკიპაჟი და 2 ავტოკიბე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სულ დაიწვა 4000კვ.მ ფართობი.

გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics