|
2020-06-14 10:37:17, 1417 ნახვა
საზოგადოება
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, შიდა ქართლის მხარის რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლები, გორის მუნიციპალიტეტში, სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერეს. „მოვუწოდებთ ფერმერებს, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი. სახელმწიფო აგროდაზღვევის პირობებს მუდმივად აუმჯობესებს. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდაზღვევა მრავალწლოვანი კულტურებისთვის სამწლიანი გახდა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს“, - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა. ნუგზარ სამხარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ფერმერებმა გამოიყენონ სახელმწიფოს მხარდაჭერა, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი და იყვნენ დაცულები. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში, ფერმერს, თამარ მიჩიტაშვილს სეტყვის შედეგად, ვაშლის ბაღში მოსავლის 75% გაუნადგურდა. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ბენეფიციარს დაახლოებით 80,000 ლარს აუნაზღაურებს. ფერმერმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 70% თანადაფინანსება მიიღო; მისმა გადახდილმა თანხამ 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის, 3,000 ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობამ -7,000 ლარი. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში არ მოქმედებს ფართობის ლიმიტი და სადაზღვევო პრემიის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარს შეადგენს. 2020 წლის მაისის თვის მდგომარეობით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 10,899 პოლისი. პროგრამაში ჩართულია 5,568 ბენეფიციარი. დაზღვეულია 10,000 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავალის ღირებულება 107 მილიონ ლარს აღემატება.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)