|
2020-06-12 19:00:35, 14566 ნახვა
Lifestyle
ლონი უოკერმა თმა გაიპარსა და ბავშვობაში გადატანილ სექსუალურ ძალადობაზე ილაპარაკა
NBA-ს ყველაზე უცნაური ვარცხნილობის მქონე ამომავალმა ვარსკვლავმა, ლონი უოკერმა ბავშვობაში გადატანილ ძალადობაზე ისაუბრა. ლონის აფრთხილებდნენ, რომ ასეთი ვარცხნილობა კალათბურთში ტრავმის მიზეზი შეიძლება გახდეს, მაგრამ ახალგაზრდა სპორტსმენი ამ შენიშვნებს ყურადღებას არ აქცევდა, მხოლოდ ახლა, როცა კალათბურთის ნაციონალურმა ასოციაციამ მისი კანდიდატურა სერიოზულად განიხილა, უოკერმა კარდინალური ნაბიჯი გადადგა და თმა გადაიპარსა. ამასთან ერთად, სპორტსმენმა ისაუბრა ბავშობაში გადატანილ ტრავმაზე: „სინამდვილეში თმა მეხუთე კლასში მოვუშვი. ეს ერთგვარი ფარი იყო ჩემთვის, ეს იყო ერთადერთი რამ, რისი გაკონტროლებაც შემეძლო. მაშინ დიდ ოჯახში ვცხოვრობდი და ადამიანები, რომლებსაც ვერ დავასახელებ, ამ გარემოებას ძალიან ცუდად იყენებდნენ. ისინი ჩემს გვერდით უფრო მეტ დროს ატარებდნენ, ვიდრე საჭირო იყო. მე სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც გავმხდარვარ. მაუპატიურებდნენ და შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მე ამას მივეჩვიე და არ ვიცოდი, რომ სხვანაირადაც შეიძლება. არ ვიცოდი როგორია ნამდვილი მსოფლიო. შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი თმა იყო ერთადერთი რამ, რაც მხოლოდ ჩემი იყო და რასაც ვერ წამართმევდნენ. ეს თავდაჯერებულობას მმატებდა“, - თქვა სპორტსმენმა ვიდეომიმართვაში, რომელიც „ინსტაგრამზე“ დადო. უოკერმა თაყვანისმცემლებს პატიება სთხოვა და განაცხადა, რომ მას დრო სჭირდება , რათა „ყველაფერი დალაგდეს“. სავარაუდოდ, კალათბურთელი ოჯახთან ურთიერთობების აღდგენას ცდილობს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)