03:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 17:53:22, 498 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოს რეგიონში „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში დევნილთა სამინისტრომ 179 სახლი შეიძინა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და  ფოთის მერი ირაკლი კაკულია ფოთში იმ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ, რომლებმაც გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, კრიტერიუმების შესაბამისად 2014 წლის 9 აგვისტოს ახლადაშენებულ კორპუსებში ბინა მიიღეს.

როგოგრც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული ბინების აზომვითი ნახაზების შედგენა, რის საფუძველზეც ხდება  ფართების საჯარო რეესტრში დარეგსტრირება და დევნილებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
 280 დევნილი ოჯახიდან  საკუთრების მოწმობა 115 დევნილ ოჯახს სოზარ სუბარმა და ფოთის მერმა პირადად გადასცეს.  დაკანონების პროცესი  5 სექტემბრისთვის დასრულდება და 280 დევნილი ოჯახი ბინის მესაკუთრე გახდება.

უწყების ინფორმაციით, მთლიანად სამეგრელოს რეგიონში, 1300 დევნილ ოჯახს დაუკანონდა მართლზომიერმფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი და ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა, ფოთის მერთან ერთად ის დევნილი ოჯახებიც მოინახულა, რომელსაც „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ საკუთარი სახლი საკარმიდამო ნაკვეთით შეუძინა.

თემურ ავიჯბას  სამსულიანი ოჯახი ოჩამჩირიდან დევნილია და 21 წლის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა. თემურ ავიჯბა 1992-1993წწ.   სპეციალური დანიშნულების რაზმში იბრძოდა და არაერთგზის იყო დაჭრილი. სამინისტრომ  მას განაცხადის და კრიტერიუმების შესაბამისად ფოთში საკუთარი სახლი შეუძინა.

ანგელა ემხვარის სამსულიანი ოჯახიც აფხაზეთიდან დევნილია, მას კრიტერიუმების შესაბამისად ფოთის ახლადაშენებულ კორპუსებში ბინის მისაღებად ქულები დააკლდა, რის შემდეგაც მან განაცხადი გადაიტანა „სოფლად სახლის“ პროექტში, სახლის შესასყიდად. თავად მოძებნა საცხოვრებელი სახლი და კრიტერიუმების შესაბამისად ეს ოჯახიც 2 თვეში დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით.

სამეგრელოს რეგიონში დღევანდელი მონაცემებით „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში 179, აქედან ფოთში კი 30-მდე სახლია შეძენილი. პროექტი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics