2020-06-12 10:42:44, 1863 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა მდინარე ალაზანში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს
კახეთში, მდინარე ალაზანში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მამაკაცი გუშინ, სოფელ საბათლოში, მდინარე ალაზნის დინებამ წაიღო და დაიკარგა.
საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო როგორც კახეთის სამშველო ჯგუფები, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების განყოფილების მყვინთავები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,