|
2020-06-10 14:45:26, 2704 ნახვა
მსოფლიო
ევრონიუსი - პროტესტებმა შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა გამოიწვიოს
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რასიზმის წინააღმდეგ დაწყებული აქციები არ წყდება. ქუჩებში ათიათასობით დემონსტრანტია გასული. ექსპერტები კი შიშობენ, რომ მასობრივმა აქციებმა, შესაძლოა, კორონავირუსის მეორე ტალღა გამოიწვიოს. „ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ მომავალში კიდევ მობრუნდეს ვირუსი. აი პირველი, რასაც ვხედავ“, - ამბობს ჯონ შვარცბერგი, პროფესორი ინფექციური დაავადებების განხრით და ვაქცინოლოგი კალიფორნიის უნივერსიტეტში. პროფესორის თქმით, ხალხი ყოველთვის არ იცავს სოციალურ დისტანციას და არ ატარებს ნიღბებს და ეს არა მხოლოდ დემონსტრანტებს, არამედ პოლიციელებსაც ეხებათ. საფრანგეთში, გასულ კვირას ხელისუფლებამ აკრძალა დემონსტრაციები, კოვიდ19-ის მეორე ტალღის არიდების მიზნის, თუმცა აქციები მაინც არ შეწყვეტილა. ოფიციალურად, საფრანგეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 10 კაცზე მეტის შეკრების უფლება მოსახლეობას არ აქვს. ავსტრიელი ჩინოვნიკების განსჯის საგნადაც იქცა მიტინგები, რომლებიც ქვეყანაში გასულ შაბათ-კვირას გაიმართა და ხელისუფლებამ მოუწოდა დემონსტრანტებს, დაიცვან წესები, რომლის მიხედვითაც ქუჩაში 300 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. შვარცბერგი ასევე აცხადებს, რომ ჯერ შეუძლებელია დადასტურებულად ითქვას, რომ აქციები კორონავირუსის მეორე ტალღას მოიტანს.როგორ ის აღნიშნავს, რამდენიმე კვირის შემდეგ უფრო გაირკვევა, გამოიწვევს თუ არა პროტესტი ამას. ამასთანავე, მეცნიერმა დაუშვა, რომ შესაძლოა ინფიცირებულთა მატება არ იყოს გამოწვეული დემონსტრაციებით, თუმცა ამის შანსი მაინც ძალიან მაღალია. შვარცბერგმა მოუწოდა აქტივისტებს, რომ დაიცვან ელემენტარული უსაფრთხოების ზომები. „თუ თქვენ გაიკეთებთ ნიღაბს, მაშინ, როდესაც თქვენ ყვირით, ჰაერში ხვდება ნაკლები ბაქტერია, რომლებმაც შესაძლოა დააინფიციროს ხალხი. შეეცადეთ დაიცვათ 1,5-2 მეტრიანი დისტანცია სხვა ადამიანებისგან, თუ თქვენ ამ ორ რეკომენდაციას მაინც გაითვალისწინებთ, ეს უკვე იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინფექციის მასობრივად გავრცელებისა“, - აცხადებს შვარცბერგი. მან ასევე მოუწოდა პოლიციელებს, რომ შეწყვიტონ ცრემლსადენი გაზის გამოყენება, რადგან მისი გაშვების წუთიდან, ადამიანები იწყებენ თვალებთან ხელის მიტანას, რაც დაინფიცირების შანსებს ზრდს. მეტიც, ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ ხალხმა შესაძლოა დაკარგოს ორიენტაცია სივრცეში და ერთმანეთთან დაახლოვდეს, შეეჯახოს, რაც გამოიწვევს ინფიცირებას. „თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას და ფიქრობთ იმაზე, რაც უსაფრთხოა თქვენთვის, თუმა თქვენ არ უნდა დაგავიწყდეთ გარშემომყოფები, რომლებიც შესაძლოა დააინფიციროთ“, - აცხადებს შვარცბერგი.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)