2020-06-10 14:38:39, 2358 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში საკარანტინე რეჟიმის შემსუბუქება, ეპიდემური სიტუაციიდან გამომდინარე არ იგეგმება
უკრაინის მათავარი სანიტარული ინსპექტორის, ვიქტორ ლიაშენკოს განცხადებით, 5 ივნისიდან, კიევში კარანტინის შემსუბუქება შესაძლოა გადაიხედოს ინფიცირებულთა ზრდის შესაბამისად.
"ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავხსნათ რესტორნები თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ინფიცირებუთა დინამიკა ამის საშუალებას მოგვცემს ხვალ ან ზეგ. აუცილებელია გადაიხედოს დინამიკა საკარანტინე რეჟიმის შემსუბუქებამდე", - განაცხადა ვიქტორმა.
შეგასხენებთ ბოლო 24 საათის განმავლობაში კიევში 77 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 15 მედიკოსია. მთლიანი მონაცემებით უკრაინაში სულ 3 210 მოსახლე დაინფიცირდა კორონავირუსით.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან