|
2020-06-10 10:59:03, 1779 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - N17 პენიტენციურ დაწესებულების საკნებში ფიზიკური დისტანცირება და სანიტარული პირობების სათანადო დაცვა შეუძლებელია
ომბუდსმენის აპარატმა N17 დაწესებულებაში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც ომბუდსმენის მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული, პენიტენციურ დაწესებულებაში ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით გამოწვევა მრავალადგილიანი საკნებია, სადაც მსჯავრდებულებს შორის ფიზიკური დისტანცირებისა და სანიტარული პირობების დაცვა შეუძლებელია. ამასთანა, ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობა უნდა შემცირდეს და ინფექციის კონტროლის ეფექტიანი ზომები გატარდეს. „2020 წლის 30 აპრილს, ასევე 1 და 7 მაისს, საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის ფონზე, სახალხო დამცველმა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა N17 პენიტენციურ დაწესებულებაში საგანგებო ვიზიტი განახორციელეს. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულების შიგნით ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით ყველაზე დიდი გამოწვევა დაწესებულების სიდიდე და არსებული მრავალადგილიანი საკნებია, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობაში მსჯავრდებულები არ არიან უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული 4 კვ.მ. პირადი ფართით. ამ საკნებში ფიზიკური დისტანცირება და სანიტარული პირობების სათანადო დაცვა შეუძლებელია. ამდენად, პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური ხდება დიდი დაწესებულებების მცირე დაწესებულებებად გარდაქმნის შესახებ სახალხო დამცველის მიერ წლების წინ გაცემული და იუსტიციის სამინისტროს მიერ გაზიარებული რეკომენდაციის დროული შესრულება. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების გამო, სამედიცინო მომსახურების მოცულობაც შეიზღუდა, რაც გამოიხატა ექიმ-სპეციალისტთა ვიზიტების გაუქმებასა და გეგმური სამედიცინო რეფერალის განხორციელების შემცირებაში. ამასთან, ამავე პერიოდში, რეორგანიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა სამედიცინო პერსონალის, განსაკუთრებით კი ექთნების რაოდენობა, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე. გარე სამყაროსგან დაწესებულების ხანგრძლივი დროით, სრულად იზოლირებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობზე. შესაბამისად, ახალი კორონავირუსისგან დაცულობის უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, მოსამზადებელია ინფექციის გავრცელების რისკების შეფასების დოკუმენტი და მათი დაძლევის გეგმა. მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს პატიმართა რაოდენობის შემცირება და დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის ეფექტიანი ზომების გატარება, რაც ხელს შეუწყობს პატიმრების უფლებების დაცვას, თანამშრომელთა ნაკლებ დატვირთვას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის მთავარ ფოკუსს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა წარმოადგენდა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის თვალშისაცემი იყო მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფის აქტიურობა, რაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან მსჯავრდებულთა კომუნიკაციის პროცესში ჩარევასა და პრობლემურ საკითხებზე მოსაუბრე მსჯავრდებულების გარიდებაში გამოიხატებოდა. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, სპეციალური პრევენციული ჯგუფი ზოგადად დადებითად აფასებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოჩენილ სიფრთხილეს და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის კუთხით გატარებულ ზომებს, ასევე იმ ფაქტს, რომ დაწესებულებაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს იმ თანამშრომელთა თავდადება, რომლებსაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული დაწესებულებები არ დაუტოვებიათ და სრული იზოლაციის პირობებში აგრძელებენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. მონიტორინგის ვიზიტის შედეგად მომზადებული ანგარიში 2020 წლის 28 მაისს გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს და ეთხოვა ინფორმაციის წარმოდგენა ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების განხილვისა და შესრულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კრიზისის პერიოდშიც, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, აქტიურად განაგრძობდა დახურული დაწესებულების მონიტორინგს, რაც დადებითადაა აღნიშნული ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და წამების პრევენციის ასოციაციის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოში“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)