|
2015-08-26 13:32:37, 896 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის ყველა ქუჩაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეუზღუდავად გადაადგილდება
ბათუმის ყველა ქუჩაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეუზღუდავად გადაადგილდება. უხვი ნალექის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. გვიან ღამით გართულებული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით. დილით მოძრაობა უკვე აღდგენილი იყო. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, აჭარაში უნალექო ამინდია. სამაშველო სამუშაოები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაცების სამსახურში დაფიქსირებულია 300-მდე გამოძახება. ძირითადად გამოძახება დაფიქსირებულია ქუჩების დატბორვის და საცხოვრებელ სახლების პირველი სართულებზე წყლის ამოტუმბვის მოთხოვნით. მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ე.წ. ჭაობის დასახლება, პუშკინის ენგელსის, ჯავახიშვილის, ბაგრატიონის, ჭავჭავაძის, ურეხის დასახლების ცალკეული მისამართები. ასევე დატბორილია შავშეთის დადიანის, გოგიტიძის ბესიკის, სულაბერიძის, შაფათავას გრიბოედოვისა და ფარნავაზ მეფის, ბონი გარადოკის დასახლება, ლერმონტოვის, ორბელიანის, რუსთაველის, გორგილაძის ქუჩის ცაკლეული მისამართები. მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუბვის სამუშაოები.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)