2020-06-08 20:42:04, 1653 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის ბულვარის სავაჭრო ჯიხურების მოიჯარეები სამი თვის გადასახადისგან გათავისუფლდებიან
თორნიკე რიჟვაძემ მოიჯარეებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა და გააცნო ის შეღავათები, რომელიც რეგიონში მოიჯარეების მხარდასაჭერად ხორციელდება, კერძოდ, ბათუმის ბულვარში განთავსებული სავაჭრო ჯიხურების მოიჯარეები საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გათავისუფლდებიან იჯარის სამი თვის გადასახადისგან.
შეხვედრაზე განიხილეს პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება და არსებული გამოწვევები.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),