|
2015-08-26 10:43:04, 493 ნახვა
საზოგადოება
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი დაიტბორა.საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე წყალი შევარდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დააზიანა.ზიანი მიადგა სავაჭრო ობიექტებსაც. ყველაზე რთული ვითარება ე.წ. ჭაობის დასახლებაში შეიქმნა. ასევე, რთული ვითარებაა კახაბრის უბანსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სადაც უხვმა ნალექმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა, რის გამოც ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ბათუმის სანაპიროსთან მთელ პერიმეტრზე მობილიზებული იყო სახანძრო მანქანები, რომლებიც წყლის ამოტუმბვას ახდენდნენ, თუმცა, როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოსული უხვი ნალექის გამო, ისინი იძულებული გახდნენ დახმარება ქუთაისიდან და თბილისდანაც გამოეძახებინათ. ღამის ოთხ საათზე საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც მერმა აჭარაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა. უხვი ნალექი წუხელ დაახლოებით, 9 საათზე მოვიდა და მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)