07:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 18:53:44, 3939 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში, საპროტესტო აქციების დროს, ჟურნალისტებზე 280-მდე თავდასხმა განხორციელდა

აშშ-ში, პროტესტებისა და არეულობის დროს, რომელიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით არის გამოწვეული, ჟურნალისტებზე 280-მდე თავდასხმა განხორციელდა.

„U.S. Press Freedom Tracker"-ის მონაცემებით, 26 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, თავდასხმის 279 შემთხვევა ფიქსირდება. 45 შემთხვევაში ჟურნალისტები დააკავეს, ხოლო 40 შემთხვევაში დაზიანებულია სტუდიები და ინვენტარები. 

ამასთანავე, იყო თავდასხმის 180 შემთხვევა, მათგან 149 პოლიციის მხრიდან. პორტალმა დაითვალა 67 შემთხვევა, როდესაც გამოყენებული იქნა ძალა, აქედან 42 შემთხვევაში ძალადობდა პოლიცია, 23 შემთხვევაში კი თავდასხმისას გამოყენებული იქნა ცრემლსადენი გაზი. 69 შემთხვევაში კი, გამოიყენეს რეზინის ტყვიები.

შეგახსენებთ, მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics