07:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 18:40:49, 3946 ნახვა

მსოფლიო
ობამა აშშ-ში მიმდინარე აქციებზე - გახსოვდეთ, რომ ეს ქვეყანა პროტესტის ნიშნად შეიქმნა - მას ამერიკული რევოლუცია ეწოდება

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, მომიტინგეებს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა აქციას მართავენ, სიტყვით მიმართა.

"გახსოვდეთ, რომ ეს ქვეყანა პროტესტის ნიშნად შეიქმნა - მას ამერიკული რევოლუცია ეწოდება", - განაცხადა ობამამ.

"ამ ქვეყანაში წინსვლის ყველა ნაბიჯი, თავისუფლების გაფართოება, ჩვენი ღრმა იდეალების ყოველი გამოხატულება მიღწეული იქნა იმ ძალისხმევით, რომლებმაც სტატუს კვო არასასიამოვნო გახადეს”, - თქვა ობამამ.

მანვე დაამატა, რომ "უნდა ვიყოთ მადლიერი იმ ხალხის გამო, ვისაც სურს მშვიდობიანი, მოწესრიგებული ქვეყანა".

გარდა ამისა, ობამამ შეერთებულ შტატებში ყველა მერს მოუწოდა გადახედოს ძალის გამოყენების პოლიტიკას და აგრესიულად გაატაროს პოლიციასთან დაკავშირებული რეფორმები.

ცნობისთვის, ჯორჯ ფლოიდი, 46 წლის აფროამერიკელი, მოკლეს წინა ორშაბათს მინეაპოლისში პოლიციის დაკავების დროს. საქმეში მონაწილე პოლიციელებს ბრალი წაუყენეს ფლოიდის მკვლელობაში და განაჩენი ორშაბათს სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. კადრებში, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება ჩანს, რომ პოლიციელი, შოვინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ფლოიდს კისერზე მუხლს ადებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფლოიდი არაერთხელ ამბობს, რომ მას სუნთქვა არ შეუძლია. აღნიშნულმა ფაქტმა აშშ-ს 30-ზე მეტ ქვეყანასა და ევროპის ქვეყნებში რასიზმის წინააღმდეგ აქციები გააქტიურა. აქციის მონაწილეები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics